X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ძებნა

სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

24 აპრილი 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. მინისტრის მოადგილე სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის მუშაობაში ჩაერთო.
სამეგრელოში  ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. გაწმენდილია საავტომობილო გზები და ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. პრობლემურ მუნიციპალიტეტებში მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.
23 აპრილს ძლიერმა ქარმა სამეგრელოში 12 მრავალსართულიან კორპუსს და ათობით კერძო საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სახურავები დაზიანებულია საჯარო სკოლებზე, საბავშვო ბაღებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე. სტიქიამ მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, აბაშის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და ბოძები.